წლიური ანგარიშის პრეზენტაცი

30 იანვარს  12:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გიწვევთ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე

მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. 7, ეროვნული ბიბლიოთეკის III (ადმინისტრაციული) კორპუსი - საკონფერენციო დარბაზი; 

პრეზენტაცია გაიმართება ქართულ ენაზე   (ინგლისური თარგმანით)

ანგარიში წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში 2016 წელს.  ანგარიში მოიცავს ძირითად ტენდენციებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: მსჯავრდებულთა მდგომარეობა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და გადაცდომები, მედიის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, უმცირესობების მდგომარეობა და ა.შ

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის  -  ,,იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ ფარგლებში.  ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს ახორციელებს  ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. 

30 F;m. '17