ანონსები

"ადამინის უფლებათა ცენტრმა" ცხელი ხაზი აამუშავა

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი აამუშავა. მოქალაქეებს რომლთა უფლებებიც დაირღვევა, საშუალება ექნებათ დარეკონ და მიიღონ უფასო იურიდიული კონსულტაცია. უკანონო დაკავების, ცემის ან სიტყვიერი შეურაწყოფის შემთხვევაში, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატები, შემთხვევის ადგილზე მოვლენ.

ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე    +995(32) 37 69 50 , +995(32)  45  45 33  ცხელი ხაზის ნომრებზე დაკავშირება შესაძლებელია ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ნებისმიერ დროს დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 871 00-77-00 ან    893 63-65-60      


5 მაი. '10