განცხადებები

„ადამიანის უფლებათა ცენტრი" გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 20 მაისს გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მიერ  მუხროვანის ინციდენტის შემდეგ ძებნილი კობა ოთანაძის ძმის  ჯიმშერ ოთანაძის, მისი მეუღლის გულო დარიძის  და 19 წლის ვაჟიშვილი გიორგი ოთანაძის დაკავების გამო. დაკავების სამართლებრივი საფუძვლები და დაკავებულთა  ადგილსამყოფელი  ამ დრომდე უცნობია.   დაკავებულების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოითხოვა სახალხო დამცველმა, თუმცა მის მოთხოვნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"  მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:


• უზრუნველყოს დაკავებულ პირთათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა.
• მიაწოდოს სახალხო დამცველს  გამოთხოვილი ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. 
• იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში და არ დაუშვას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და/ან გადამეტება კობა ოთანაძეზე ზეწოლის განხორციელების მიზნით.


[1] 2